ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატები საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერენ

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროპარლამენტის დროშა
ევროპარლამენტის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გიორგი მარგველაშვილი და მარტინ შულცი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტმა ევროდეპუტატებთან სოციალ–დემოკრატების ალიანსიდან კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან, მარია მუნიზთან  საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს", — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.

ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე 2 ივნისს იმსჯელეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ევროპელი დიპლომატები საკითხის განხილვას მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან.

გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალ–დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან შეხვედრა უკვე გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში 6 ივნისს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0