WSJ: ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბრისთვის დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილებით გადაიდო.

თბილისი, 10 ივნისი— Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადადო, იუწყება ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ზაფხულისთვის გაუქმდებოდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის გადადების გადაწყვეტილებას საფუძვლად გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების არსებობის გამო ოფიციალური ბერლინის შეშფოთება დაედო.

უცხოური პრესა პერიოდულად აქვეყნებს გერმანიაში ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებული ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაციას.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ ველით

გერმანიის პოზიციას საფრანგეთიც იზიარებს. ფრანგები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ტერორისტული საფრთხეების ფონზე უვიზო რეჟიმი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის.

გერმანიამ, იტალიისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, 8 ივნისს ევროკომისიას თხოვნით მიმართა, წარადგინოს ანგარიში ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველი კრიმინალების დანაშაულებზე.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0