ნიკა მელია: ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესს იშენებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე საკუთარ ჰესს იშენებს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. კომპანია „წავკისი ჰესი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ნიკა მელიამ.

აუქციონი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია 6 მილიონ ლარად გაიყიდა

ნათქვამის დასამტკიცებლად მელიამ ორი დოკუმენტი წარმოადგინა. აქედან ერთი — ენერგეტიკის სამინისტროს მიერ აღნიშნული კომპანიისთვის სადგურის აშენების უფლების მინიჭების დამადასტურებელი, მეორე დოკუმენტით კი „წავკისი ჰესი“ თბილისის მერიას, ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს. 

„დაახლოებით შარშან, წლის ბოლოს, კახა კალაძემ გააფორმა მემორანდუმი შპს „წავკისი ჰესთან“, რომელმაც უნდა ააშენოს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰესი, თავისი კაშხლით“, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ–ის წევრის თქმით, ჰიდროელექტროსადგური არაკომერციული დანიშნულებისა იქნება და ელექტროენერგიით ივანიშვილის ბიზნესცენტრსა და ტელეკომპანია GDS–ს მოამარაგებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ენერგეტიკის მინისტრ კალაძისა და თბილისის მერ ნარმანიასგან საზოგადოებისთვის ახსნა–განმარტების მიცემას მოითხოვენ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის შემდეგ ბათუმი - აურზაური ბოტანიკური ბაღების ირგვლივ

ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანია „წავკისი ჰესის“ მფლობელის, დავით ქოროღლიშვილის უკან რეალურად ბიძინა ივანიშვილი დგას.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების ოფიციალურ ჩამონათვალში მოხსენიებულია კომპანია „წავკისი ჰესიც“, რომელსაც გასული წლის ბოლოს სამინისტროსთან  თბილისში 560 ათასი დოლარის ღირებულების ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის თაობაზე დოკუმენტი გაუფორმებია.

თბილისის მერიაში ნიკა მელიას განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

ყველა ახალი ამბავი
0