საქართველოში დამსაქმებლები რუსული ენის მცოდნეებს ანიჭებენ უპირატესობას

© photo: Sputnik / Stringerდასაქმების ფორუმი თბილისში
დასაქმების ფორუმი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ინგლისური ენა უკეთესად იციან, ვიდრე რუსული.

თბილისი, 6 ივნისი— Sputnik. 2015 წლიდან საქართველოს შრომის ბაზარზე რუსული ენა ისევ მოთხოვნადი გახდა, განუცხადა Sputnik-ს შრომითი მოწყობის საიტის HR.ge კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლესჩინსკაია.

სპეციალისტების სიტყვებით, საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ქართული ახალგაზრდობის უმრავლესობას კი ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნია. 

წიგნები - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნა

„მოთხოვნა გაიზარდა, ეს ვაკანსიებსაც ეტყობა. ოთხიდან მინიმუმ ერთ პოზიციაზე აუცილებლად ითხოვენ რუსულ ენის ცოდნას და თანაც მაღალ დონეზე“,-აღნიშნა ლესჩინსკაიამ.

ბოლო ათი წელი ისეთი ტენდენცია გაჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ინგლისურ ენას უკეთესად ფლობენ, ვიდრე რუსულს. კადრების სპეციალისტებს კარგი ინგლისურის მცოდნე პროფესიონალების პოვნა უფრო ეადვილებათ, ვიდრე კარგი რუსულის, ხაზი გაუსვა ლესჩინსკაიამ.

აქცია პუშკინის სკვერში - Sputnik საქართველო
თბილისში პუშკინის ლექსები სხვადასხვა ენაზე გაჟღერდა

„იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე იზრდება მოსკოვის წარმომადგენლობებისა და ბალტიისპირეთის კომპანიების რაოდენობა, თუ გსურს მოეწყო საერთაშორისო კომპანიაში, სასურველია რუსული ენა იცოდე“,-აღნიშნა მან.

გასულ წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით რუსული ენის შესწავლა მეხუთე კლასიდან დაიწყო, და არა მეშვიდედან, როგორც ადრე. 

ქართულ სკოლებში რუსული  როგორც მეორე უცხო ენა კვირაში ორჯერ ისწავლება, რაც სპეციალისტთა აზრით, ენის სრულყოფილი შესწავლისთვის საკმარისი არაა.

ყველა ახალი ამბავი
0