საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნა

© photo: Sputnik / Andrey Iglov / გადასვლა მედიაბანკშიწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ენის ელემენტარული საფუძვლებიც კი არ იცის.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს რუსი ახალგაზრდობის  კავშირმა (სრაკ) განაგრძობს რუსული ენის შესწავლის მსურველთა მიღებას უფასო კურსებზე.

6 ივნისს დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ პუშკინის დაბადებისა და რუსული  ენის დღე აღინიშნება.

რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა იზრდება

უფასო კურსებზე ჩაწერის მსურველები გასაუბრებისთვის სრაკ–ის ოფისში უნდა გამოცხადდნენ. მსმენელები ენის ცოდნის დონის მიხედვით გადანაწილდებიან სხვადასხვა ჯგუფში. სწავლის დასრულების შემდეგ დასკვნითი ტესტირება ჩატარდება, რის საფუძველზეც სერთიფიკატი გაიცემა.

სპეციალისტების თქმით, საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ენის ელემენტარული საფუძვლებიც კი არ იცის.

გასულ წელს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლება, როგორც მეორე უცხო ენა, ნაცვლად მეშვიდესი, მეხუთე კლასიდან დაიწყო, კვირაში ორჯერ. რაც, სპეციალისტების აზრით, საკმარისი არ არის იმ ენის სრულფასოვნად შესწავლისთვის, რომელიც თითქმის ყველა დამსაქმებელს საქართველოში მითითებული აქვს მოთხოვნათა ჩამონათვალში.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისათვის მხოლოდ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოქმედებს რუსული სექტორი.

ყველა ახალი ამბავი
0