საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა იზრდება

რუსული ენის კურსები
რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი ენის ცენტრების წარმომადგენლებს გაესაუბრა და დაინტერესდა, რამდენადაა პოპულარული საქართველოში რუსული ენა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რუსული ენის შესწავლის მოთხოვნა ბოლო წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე გაიზარდა ენის სრულყოფის მსურველთა რიცხვიც, განუცხადა Sputnik-ს რუსული ენის შემსწავლელი ცენტრის „რუსული სახლის“ დირექტორის მოადგილემ მარიკა ბოცვაძემ.

დამსაქმებელთა მოთხოვნა

ბოლო პერიოდში საქართველოში ინგლისურ ენასთან ერთად დამსაქმებლები სულ უფრო ხშირად რუსული ენის ცოდნასაც ითხოვენ.

„სხვადასხვა ორგანიზაცია და კომპანია თავის თანამშრომლებს რუსული ენის შესასწავლად ჩვენთან გზავნის. ისეთებიც მოდიან, რომლებმაც იციან ენა, მაგრამ მისი სრულყოფა სჭირდებათ. გასული წლის იანვრიდან მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვაკანსიების ვებ-გვერდებზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რომ რუსულ ენას ყველა ითხოვს“, — განაცხადა ბოცვაძემ.

ამჟამად „რუსულ სახლში“ 85 მოსწავლეა. ბოცვაძის თქმით, ზოგიერთი რუსულ ენას მტრის ენად აღიქვამს, მაგრამ მნიშვნელოვანია კულტურის პოლიტიკისგან გარჩევა. რუსული ენა ხომ, როგორც ინგლისური, საერთაშორისო ენაა.

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
გლებოვა: რუსეთი უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სასწავლებლად 15 ათას უცხოელს იწვევს

„თუ საკითხს ამ თვალსაზრისით შევხედავთ, გერმანულიც არავინ უნდა ისწავლოს, ხოლო ჩვენმა ქვეყანამ საერთოდ არ უნდა აღიაროს თურქული და არაბული“, — აღნიშნა ბოცვაძემ.

სპეციალისტის აზრით, რუსული ენა საჭირო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსებთან კომუნიკაციისთვის, არამედ სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვა ხალხებთან კონტაქტისთვის, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც რუსული ენა საკმაოდ ცუდად იციან. ვფიქრობ, მაშინ, როცა ისინი ეკა ბესელიას ინგლისურს დასცინიან, კარგი იქნებოდა, საკუთარ რუსულზეც ემუშავათ“, — შენიშნა ბოიცვაძემ.

ინტერესი რუსული ენისადმი იზრდება

რუსული ენის შესწავლის ასევე ბევრი მსურველია უცხო ენების შემსწავლელ ცენტრ „თემიდაშიც“. ცენტრის დირექტორის ნარგიზა პირაევას განცხადებით, თუ რამდენიმე წლის წინ ძირითადად ინგლისურ ენას ითხოვდნენ, ახლა აუცილებელ ენებს რუსულიც დაემატა.

„ჩვენთან არა მხოლოდ ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, არამედ უცხოელებიც მოდიან და რუსული ენის შესწავლის სურვილს გამოთქვამენ. ძალიან ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ, მათ ხომ მხოლოდ ინგლისური ენა არ უნდა იცოდნენ, არამედ რუსულიც“, — განაცხადა პირაევამ.

მთლიანობაში, პირაევა რუსული ენის ცოდნის თვალსაზრისით არსებული ვითარებით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მისი თქმით, ადრე საქართველოში რუსულად ყველა თავისუფლად საუბრობდა, ახლა კი ახალგაზრდების უმრავლესობამ ელემენტარული რუსულიც კი არ იცის.

Министр по исполнению наказаний, пробации и юридической помощи Созар Субари - Sputnik საქართველო
რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოში არ იგეგმება

„ინგლისური და თურქულიც კი ბევრად უკეთესად იციან, ვიდრე რუსული. ეს ენა პოპულარიზაციას აშკარად საჭიროებს. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან განიცდის, რომ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. ახალგაზრდები მაქსიმალისტები არიან, ამ პრობლემაში კარგად ვერ ერკვევიან. ენა აქ არაფერ შუაშია“, — აღნიშნა მან.

უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში AMC რუსული ენის ჯგუფები ასევე ივსება. სხვათა შორის, გასულ წელს რუსული ენის შესწავლის მსურველები საერთოდ არ ყოფილან.

„ხშირად მოგვმართავენ უკვე დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც რუსული ენის სრულყოფა და ლექსიკის მარაგის შევსება უნდათ. არიან სტუდენტებიც“, — განაცხადა ცენტრის დირექტორმა ნინო ბეგიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0