რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოში არ იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashvili / გადასვლა მედიაბანკშიМинистр по исполнению наказаний, пробации и юридической помощи Созар Субари
Министр по исполнению наказаний, пробации и юридической помощи Созар Субари - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ბოლო სხდომაზე აღინიშნა, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები რომელთაც არ იციან ქართული და ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციას ასოცირების შეთანხმებაზე, ან იღებენ დამახინჯებულად, - თქვა მინისტრმა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.არანაირი რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოში არ იგეგმება, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

მანამდე სუბარმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მხარს უჭერს რუსულენოვანი ტელეარხის შექმნას. 

„არავითარი ტელეარხის შექმნა არ იგეგმება. უბრალოდ ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები რომელთაც არ იციან ქართული და ვერ იღებენ  საჭირო ინფორმაციას ასოცირების შეთანხმებაზე, ან იღებენ დამახინჯებულად. ასევე საუბარია იმაზე, რომ 15 წუთიანი გამოშვება რუსულ ენაზე არ არის საკმარისი მოსახლეობის ინფორმირებისათვის“ — თქვა სუბარმა.

ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოში რუსულენოვანი ტელევიზია პროდასავლური არ უნდა იყოს

საქართველოში მანამდე იყო რუსულენოვანი არხები, მაგრამ ყველა მათგანი დაიხურა. „ალანიამ“ 2005 წლიდან 2011 წლამდე იმუშავა. 2010დან 2011 წლებში რეორგანიზაციის შემდეგ მას „რეგიონ ტვ“ ერქვა. 2010 დან 2012 წლამდე მაუწყებლობდა „პიკ“ (კავკასიის პირველი საინფორმაციო), რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტით ფინანსდებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0