ექსპერტი: საქართველოში რუსულენოვანი ტელევიზია პროდასავლური არ უნდა იყოს

© Sputnik ნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა დევდარიანმა აღნიშნა, რომ ტელეარხის შექმნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიდ რესურსებს მოითხოვს, ხოლო იდეა რეალიზებისგან შორსაა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი იმედოვნებს, რომ საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხი, რომლის გახსნის საკითხიც განიხილება, „პროდასავლური პროპაგანდით“ არ დაკავდება.

იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს, ჟურნალისტებს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. რუსულენოვანი ტელევიზიის გახსნის იდეა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვნის.

„იმედი მაქვს, რომ, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილისგან განსხვავებით, ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე პროდასავლური პოლიტიკით დაკავებას არ აპირებს. ამისთვის გამოიყენებოდა „პიკი“, — განაცხადა დევდარიანმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
დაიწყებს თუ არა საქართველოში რუსულენოვანი ტელევიზია მაუწყებლობას?

ტელეარხის შექმნა დიდ ხარჯებსა და რესურსებს მოითხოვს. ეს იდეა რეალიზაციისგან შორსაა, მიიჩნევს ექსპერტი.

საქართველოში 2005 წელს მუშაობა დაიწყო რუსულენოვანმა ტელევიზია „ალანიამ“. მოგვიანებით, 2011 წელს გაიხსნა ტელეარხი „პიკი“ („პირველი საინფორმაციო კავკასიური“), რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად უჭერდა მხარს. 2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „პიკი“ დაიხურა.

„პიკის“ დახურვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რუსულენოვანი ტელევიზია უახლოეს მომავალში კვლავ გაჩნდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0