თბილისში პუშკინის ლექსები სხვადასხვა ენაზე გაჟღერდა

© Sputnik/ Леван Авлабрелиაქცია პუშკინის სკვერში
აქცია პუშკინის სკვერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია საქართველოში ყოველწლიურად 1991 წლიდან ტარდება.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. რუსული ენის დღესთან და ალექსანდრე პუშკინის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც რუსი პოეტის ლექსები მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე წაიკითხეს.

პუშკინის სკვერში ალექსანდრე პუშკინის ლექსები ქართულ, ოსურ, სომხურ, ბელარუსულ და მოლდავურ ენებზე გაჟღერდა. ღონისძიების სიახლე პოეტის ლექსების ინგლისურ და ესპანურ ენებზე წაკითხვა იყო. 

„მგონია, რომ საქართველოში რუსულ;ი ენა საჭიროა. და იმისათვის, რომ ეს ენა შევინარჩუნოთ, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ამ აქციას და კონკურსს „როგორ შევინარჩუნოთ პუშკინის ენა რუსთაველის მიწაზე“, — განაცხადა Sputnik —თან საუბრისას ჟურნალისტთა ასოციაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარემ და პუშკინის სახელობის რუსულენოვანი ლოტერატორების საზოგადოება „არიონის“ ხელმძღვანელმა მიხეილ აიდინოვმა.

© Леван Авлабрелиთბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს.
თბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს.  - Sputnik საქართველო
თბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს.

ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია საქართველოში ყოველწლიურად 1991 წლიდან ტარდება.

აქციას ესწრებოდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი,  ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კოორდინატორი მარგარიტა ხიდირბეგიშვილი და საზოგადო მოღვაწეები.

© Леван Авлабрелиთბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს
თბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
თბილისში ალექსანდრე პუშკინის იუბილე აღნიშნეს

აქციის ფარგლებში კონკურსის —  „როგორ შევინარჩუნოთ პუშკინის ენა რუსთაველის მიწაზე“ — ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსზე ნამუშევრები რამდენიმე ნომინაციაში იყო წარმოდგენილი: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, ხელოვნება.

ყველა ახალი ამბავი
0