სკანდალური როკ-ფესტივალის ორგანიზატორებმა ალტერნატივა იპოვეს

გამოწერა
Tbilisi JAM! Fest როკ-ფესტივალის ორგანიზატორები იძულებულები იყვნენ ღონისძიება ღია მოედნის ნაცვლად კლუბში ჩაეტარებინათ.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო როკ-ფესტივალი  Tbilisi JAM! Fest, რომელიც ეკლესიის მღვდელმსახურებისა და მრევლის პროტესტის გამო ჩაიშალა, ორგანიზატორებმა ღია ცის ქვეშ კი არ ჩაატარეს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, არამედ ქალაქის ერთ-ერთ კლუბში.

ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ როკ-კოლექტივებს შვედეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, თბილისის გარეუბანში 4-5 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. მაგრამ ფესტივალის პირველი დღე ჩაიშალა — ხმამაღალი მუსიკა და როკერთა ქცევა კონცერტის ჩატარების ადგილთან ახლოს მდებარე მონასტრის მღვდელმსახურებს არ მოეწონათ.

Tbilisi JAM! Fest - Sputnik საქართველო
Tbilisi JAM! Fest 2016 როკ-მუსიკის მოყვარულებს ელოდება

ამ ინციდენტის მერე როკ-ფესტივალის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, სანამ მისმა ორგანიზატორებმა სხვა ადგილი არ აპოვეს. ეს არის  დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თბილისის დახურული დაწესებულება U-BAHN Club, აუწყეს  Sputnik-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

„ფესტივალი შედგა, მაგრამ ორი დღის მაგივრად ერთ ღამეში ჩატარდა. კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყო და დილის 7 საათზე დამთავრდა. კლუბი გადავსებული იყო“,- განაცხადა Tbilisi JAM!-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვლადიმერ უნანიანცმა.

როგორც უნანიანცმა აღნიშნა, ფესტივალზე არ გამოვიდნენ მხოლოდ უკრაინული ჯგუფი Jinjer და რამოდენიმე ადგილობრივი კოლექტივი დაპატიჟებულთა შორის, 2014 წლის კონკურსის გამარჯვებულის ჯგუფ Dismorial-ის ჩათვლით.

კითხვაზე, სად ჩატარდება ფესტივალი მომავალ წელს, ორგანიზატორმა უპასუხა:“ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ფესტივალის open air ფორმატში შენარჩუნებას, როგორც ის თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული“.

Tbilisi JAM! Fest - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016“ სასულიერო პირებმა ჩაშალეს

გარდა ამისა, რადგან ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2016 უმსხვილესი გერმანული ფესტივალის Wacken Open Air-ის ოფიციალური პარტნიორია 200 ათასი ადამიანის აუდიტორიით, მის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი Wacken Metal Battle.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურმა კოლექტივებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. გამარჯვებული  ჯგუფი Pyraweed აზერბაიჯანიდან გახდა. სწორედ ის წარადგენს მთელს სამხრეთ კავკასიას Wacken Open Air 2016-ზე, რომელიც გერმანიაში 4-6 აგვისტოს ჩატარდება.

Tbilisi JAM! Fest საქართველოში 2006 წლიდან ტარდება. სხვადასხვა წლებში მასში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიიდან ათეულობით ახალგაზრდა შემსრულებელი, ასევე მსოფლიო სცენის ისეთი ვარსვლავები, როგორიცაა Orphaned Land (ისრაელი), Lake Of Tears (შვედეთი), Vader (პოლონეთი), Dead By April (დანია), Diary Of Dreams (გერმანია), Slot (რუსეთი), The Fading (ისრაელი) და ბევრი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0