თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2016 ზაჰესის საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა „ფეისბუქის“ გვერდზე.
ფესტივალში, რომელიც 4-5 ივნისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები Tiamat-ი და Summoned Tide-ი, Walkways-ი, Jinjer-ი და როკ-მუსიკოსები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
საქართველოს ფესტივალზე ჯგუფები Dismorial-ი, Dagdagani, Infadus-ი, E.T.C. Mentalisty წარადგენს.
ზაჰესის ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქი მოეწო, რომელშიც დასვენების მუსრველთათვის ლაუნჯ-ზონები იფუნქციონირებს.
ფესტივალის სტუმრებს როკ-ჯგუფების გარდა, ბაიკერების საჩვენებელი გამოსვლა და ცეცხლოვანი შოუ ელოდებათ.
რამდენადაც Tbilisi JAM! Fest 2016 გერმანული ფესტივალ Wacken Open Air-ის ოფიციალური პარტნიორია, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში კონკურსი Wacken Metal Battle გაიმართება.
კონკურსში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო გამარჯვებული კი Wacken Open Air 2016-ზე სრულიად სამხრეთ კავკასიას წარმოადგენს. Wacken Open Air 2016 გერმანიაში აგვისტოს თვეში ჩატარდება.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართველი შემსრულებლები იმარჯვებდნენ და Tbilisi JAM! Fest-სა და Wacken Open Air-ზე მათი გამოსვლით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე უფრო ცნობადი გახდა. ამიტომ Tbilisi JAM! Fest 2016-ზე მონაწილეობის სურვილს ბევრი ევროპული ჯგუფი გამოთქვამს“, - განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვლადიმირ უნანიანცმა.
Tbilisi JAM! Fest 2016-ზე დასასწრები ბილეთებისა და აბონემენტების შეძენა Biblus Gallery-ში (ჭავჭავაძის 7) ან ვებგვერდ biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.