პროექტი Check in Georgia მელომანებს მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეკრებს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიMaroon 5
Maroon 5 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტზე 31 ათასამდე ბილეთი, ხოლო პოპულარული იტალიელი შემსრულებლის ეროს რამაზოტის კონცერტზე 5 ათასამდე ბილეთია გაყიდული.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე, რომლებიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, მელომანები საქართველოში 52 ქვეყნიდან ჩამოვლენ.

მთავრობის პროექტი Check in Georgia ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზებასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას.

პროექტის Check in Georgia ფარგლებში 24 აპრილს თბილისში იმღერებს პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, 27 მაისს — ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი, 18 ივნისს ქუთაისში კონცერტი ექნება ესპანელ საოპერო მომღერალს ხოსე კარერასს, ხოლო ჯგუფი Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს გამოვა.

A’Studio - Sputnik საქართველო
A’Studio თბილისში სოლო–კონცერტს გამართავს

„აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენისას დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან. ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა)“, — აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რამაზოტის კონცერტზე უკვე 5 ათასამდე ბილეთია გაყიდული, ხოლო რობი უილიამსის კონცერტზე — 31 ათასამდე.

პროექტი Check in Georgia აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, გამოფენებს და სხვა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროექტი ტრადიციულ სახეს მიიღებს, ხოლო მისი პროგრამა ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია, ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში კულტურულ ცენტრად გადაიქცეს, მოიზიდოს ტურისტების დიდი რაოდენობა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავალი.

ყველა ახალი ამბავი
0