A’Studio თბილისში სოლო–კონცერტს გამართავს

გამოწერა
ჯგუფი A’Studio თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე 10 მაისს გამოვა. ჯგუფის თაყვანისმცემლები მოისმენენ ჯგუფის როგორც ცნობილი ჰიტებს, ისე ახალ კომპოზიციებს.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ლეგენდარული რუსული პოპ-ანსამბლი A’Studio საქართველოში სოლო–კონცერტით გამოვა, განუცხადეს Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიაში Conspiracy.

„ჯგუფი თბილისს 10 მაისს ეწვევა და დაუვიწყარ კონცერტს ჩაატარებს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია)“, — განაცხადა კომპანია Conspiracy-ს პიარ-მენეჯერმა ანო დავითულიანმა.

A’Studio ქართულ სცენაზე შეასრულებს როგორც ახალ კომპოზიციებს, ისე ძველ ჰიტებს.

Maroon 5 - Sputnik საქართველო
საქართველოში Maroon 5, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ხოსე კარერასი იმღერებენ

ყაზახურ-რუსული მუსიკალური პოპ-ჯგუფი A’Studio 1982 წელს ალმატში ყაზახმა მუსიკოსმა, ცნობილი საოპერო მომღერლის ერმეკ სერკებაევის შვილმა ბაიგალი სერკებაევმა შექმნა.

2000 წლამდე ჯგუფის ვოკალისტი და სახე ბატირხან შუკენოვი იყო. მის შემდეგ — პოლინა გრიფისი, ხოლო 2004 წლიდან — ქართველი ქეთა თოფურია.

ჯგუფი რომანტიკულ-საცეკვაო პოპ-როკს ასრულებს. A’Studio-ს ბოლო ჰიტებია Улетаю, S.O.S., Fashion Girl, Так же, как все და სხვა. A’Studio მრავალი მუსიკალური ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია.

ყველა ახალი ამბავი
0