საქართველოში Maroon 5, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ხოსე კარერასი იმღერებენ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიMaroon 5
Maroon 5 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში მთელ ქვეყანაში კონცერტები, სხვადასხვა მუსიკალური და კულტურული ფესტივალებია დაგეგმილი.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.

მომღერალი ეროს რამაზოტი - Sputnik საქართველო
სახელგანთქმული ეროს რამაზოტი თბილისში იმღერებს

კულტურული ღონისძიებების სერია საქართველოს მთავრობის ინიციატივით მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.

პროექტის Check in Georgia ფარგლებში 24 აპრილს თბილისში იმღერებს პოპულარული იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, 27 მაისს — ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი, 18 ივნისს ქუთაისში კონცერტი ექნება ესპანელ საოპერო მომღერალს ხოსე კარერასს, ხოლო ჯგუფი Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს გამოვა.

„პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა”, — ნათქვამია სამინისტროს პრეს-რელიზში.

Check in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის ისეთ მასშტაბურ ფესტივალებს, როგორიც არის „ჰიტ-ბათუმი“, GEM-FEST, Fest i Nova, თბილისის ფოტო–ფესტივალი „ქოლგა“, „არტ-გენი“, „არტისტერიუმი“, „შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალი“, „თბილისის ჯაზ-ფესტივალი“ და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად.

„მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი“, — აღნიშნულია პრეს-რელიზში.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღვინის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფესტივალები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები; პროექტში ინტეგრირებული იქნება ეკო-ტურიზმის მიმართულება: ველო-ტურები, ლაშქრობები, სპეციალური ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

Check in Georgia არის პროექტი, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რათა მისი საერთაშორისო იმიჯი ამაღლდეს.

პროექტის Check in Georgia ორგანიზატორია კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი.

ყველა ახალი ამბავი
0