თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ცნობილი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ეროს რამაზოტი (Eros Ramazzotti) საქართველოს დედაქალაქში პირველად გამართავს კონცერტს, ნათქვამია მუსიკოსის ოფოციალურ გვერდზე.
მსოფლიოს ცნობილი შემსრულებლის კონცერტი 24 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
თბილისის შემდეგ აპრილში, ეროს რამაზოტის ერევანში (26 აპრილი), ბაქოსა(27 აპრილი) და თელ-ავივში (30 აპრილი) ელიან.
თბილისში რამაზოტის გამოსვლა დაგეგმილია საქართველოში ტურიზმის განვიტარების სამტავრობო პროექტის ფარგლებში, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების ვიზიტებს გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კონცერტებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ ისეთ ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ელტონ ჯონი, და რობი უილიამსი. ამ ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის თარიღის აღნიშვნის ფარგლებში.