თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016“-ის ფარგლებში მიმდინარე როკ — კონცერტი სასულიერო პირებმა ჩაშალეს, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ფესტივალში, რომელიც 4-5 ივნისს უნდა გამართულიყო, როკ-ჯგუფები Tiamat-ი და Summoned Tide-ი, Walkways-ი, Jinjer-ი და როკ-მუსიკოსები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იღბდნენ მონაწილეობას.
როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, ფესტივალის მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, სასულიერი პირებმა და მრევლმა დენი გამორთეს და კონცერტის მონაწილეებს ტერიტორია დატოვება მოსთხოვეს, რადგან მუსიკის ხმა ეკლესიის მრევლს აწუხებდა და პარალელურად, ფესტივალი საფლავებთან ახლოს იმართებოდა.
ადგილზე საპატრულო პოლიაც მივიდა და ტერიტორია ფესტივალის მონაწილეებს დაატოვებინეს. როგორც ცნობილია, ზაჰესის საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე „Tbilisi JAM! Fest 2016“-ის გამართვის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.
ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის გასამართად ახალ ალტერნატიულ ფართს ეძებენ.
შეგახსენებთ: Tbilisi JAM! Fest 2016 გერმანული ფესტივალ Wacken Open Air-ის ოფიციალური პარტნიორია, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში კონკურსი Wacken Metal Battle გაიმართება.
კონკურსში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუსიკალური კოლექტივები იღებენ მონაწილეობას, ხოლო გამარჯვებული კი Wacken Open Air 2016-ზე სრულიად სამხრეთ კავკასიას წარმოადგენს. Wacken Open Air 2016 გერმანიაში აგვისტოს თვეში ჩატარდება.