ხორცს რატომ არ ჭამ, ბიჭო!

© photo: Sputnik / В. Соколов / გადასვლა მედიაბანკშიერთ-ერთი თბილისური კაფე
ერთ-ერთი თბილისური კაფე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცავები ვეგან-კაფეში უცნობი პირების შამფურებით და სოსისებით შეჭრის ფაქტის გამოძიება დაიწყეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით (ცემა) აღიძრა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 29 მისს ვეგან-კაფე კივში მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც უცნობი პირები თავს დაესხნენ კაფეში მომხმარებლებს.

გამოცემა „ლიბერალის“ ინფორმაციით, 29 მაისს საღამოს კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენების დროს, შენობაში  დაახლოებით 15-20 ადამიანი შეიჭრა. მათ  ხელში  შამფურზე ასხმული მწვადები ეჭირათ,  კისერზე კი სოსისების ასხმები ეკიდათ.  ისინი მწვადებს კაფეში ესროდნენ მომხმარებელს  და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ.

კაფე „კივში“ მომხდარ ინცინდენტს ფეისბუქმომხმარებელი  No N O Antadze შეესწრო. აი რას წერს ის თავს ფეისბუქ-გვერდზე. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ჩხუბი პარლამენტში: მიკროფონებმა სხვა ფუნქცია შეიძინა

«მივედი კივიში, ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით… იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია, ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ… და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა! იმედი მაქვს გაზის იარაღით… მოვიდა პატრული, 10 ყ…. უკვე გაქცეული იყო… პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რო ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები, 2 კამერაა იქვე და იმედია ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ რაც მოხდა. მოკლედ ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა — ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო???— ეგეთი აღარ გამიგია! — ხორცს რატო არ ჭამ ბიჭოოო??? მოდი მიკბინე, მიკბინეეე!!! — 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა“ — იხსენებს ის. 

ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი მოქალაქეებს ქაბაბით სიარულს ურჩევს: „ამიერიდან ქუჩაში, ქაღალდში გახვეული ქაბაბით ვიაროთ, რა ვიცით რა ხდება,..ცალკე ჩაშუშული კომბოსტოც მოვიმარაგოთ იქნებ ვეგეტარიანელებმაც გადაწყვიტონ პაპსპორტკონტროლი.“ — დაწერა კომენტარებში ნუკრი გორდეზიანმა. 

გამოცემა “ლიბერალი“ კაფის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები ე.წ. დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები იყვნენ, ამ დაჯგუფებას ქართული მედია რასისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებს. 

სამართალდამცავები ვეგან-კაფეში უცნობი პირების შამფურებით და სოსისებით შეჭრის ფაქტის გამოძიება დაიწყეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით (ცემა) აღიძრა. 

ვეგანური კაფე „კივი" თბილისში 2015 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. 


ყველა ახალი ამბავი
0