თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს დეპუტატების განცხადებებითა და ჩხუბით გაიხსნა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.
ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის პირველივე განცხადების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დარბაზის უკანა რიგებში დაიწყო დეპუტატებს, „ქართული ოცნების“ წევრებს — ომარ ნიშნიანიძესა და კარლო კოპალიანს და ენმ-ის წევრ მიხეილ მაჭავარიანს შორის.
ჩხუბი საქართველოს პარლამენტში
ჩხუბი საქართველოს პარლამენტში
რამდენიმე წუთში სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. კარლო კოპალიანმა მიკროფონი ამოგლიჯა და მაჭავარიანს ესროლა. მოჩხუბარ დეპუტატებთან გამშველებელი დეპუტატებიც და მანდატურებიც მალე გამოჩნდნენ.
ამჟამად სხდომა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.