თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. კულტურულ-გასართობი პროექტი Heat Batumi 2016 ბათუმში სტარტს აიღებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
"Heat Batumi 2016 — ეს სპეციალური პროექტია… რომლის ფარგლებშიც სამი თვის განმავლობაში, 6 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, სხვადასხვა მიმართულებების კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები გაიმართება“, — ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის ბულვარში ფესტივალს ქართული ანსამბლი „ერისიონი“ და ბრიტანული ბენდი New York Brass Band გახსნის, კონცერტი დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. ბრიტანელი მუსიკოსების მოსმენა 7-8 ივნისსაც იქნება შესაძლებელი. "Heat Batumi 2016" ბრიტანელი მუსიკოსების მოსმენა 7-8 ივნისსაც იქნება შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში ბათუმის მკვიდრთ და სტუმრებს უკრაინული დუეტი "Потап и Настя", რუსული ჯგუფი A-Studio, გერმანული ჯაზ-ბენდი бэнда Man In Brass-ი ელოდებათ.
გარდა ამისა, დაგეგმილია ქართველი მომღერლების — ნინო ქათამაძის, დათო ხუჯაძის, ანრი ჯოხაძისა და სხვა შემსრულებლების კონცერტები.
Heat Batumi 2016-თვის სპეციალურად საფესტივალო ქალაქი მოეწყო, სადაც გაიმართება ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა და ასევე ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია.
"Heat Batumi 2016" საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში იმართება.
"Check in Georgia" მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. "Check in Georgia"-ს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს.