თბილისი. 3 ივნისი — Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა, რომლებიც მგხავრებს 6-8 ივნისს მოემსახურებიან, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ Facebook-ის გვერდზე.
დამატებითი მატარებლების დანიშვნა ბათუმში ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის გამოსვლასთან არის დაკავშირებული, რომელიც მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი.
Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით სპეციალური რეისი ასევე ქართულმა ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways დანიშნა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 5-8 ივნისს, როდესაც ბათუმში Maroon 5-ის კომცერტი გაიმართება, უმაღლესი და საშუალო კლასის სასტუმროების ნომრების უმრავლესობა ან გაყიდული, ან დაჯავშნულია.
„თავისუფალი ნომრები არ არის ისეთ ბრენდულ სასტუმროებში როგორიცაა შერატონი, ჰილტონი და რედისონი, ასევე ქალაქში არსებულ მაღალი კლასის და მცირებიუჯეტიან სასტუმროებშიც“,- იუწყებიან დეპარტამენტში.
ბათუმში ტურისტთა დიდი რაოდენობა მოსალოდნელია ჯაზფესტივალის დროსაც, რომელიც 15-24 ივლისს ჩატარდება.
პროექტი Check in Georgia დაიწყო აპრილში და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებათა სერია, რომლის დროსაც სხვადასხვა ფესტივსლები, გამოფენები და კონცერტებია დაგეგმილი, მთელ საქართველოს მოიცავს. თბილისში უკვე გამოვიდნენ ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი. ამის შემდეგ გეგმაშია ჰოსე კარერასის, The Prodigy,ქრის ბრაუნის და სხვა მსოფლიოს ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.
საქართველოს ხელისუფლებამ მიზნად დაისახა წლის განმავლობაში ქვეყანა კულტურულ ცენტრად აქციოს, ტურისტთა დიდი რაოდენომა მოიზიდოს, ადგილობრივ წარმოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუწყოს.
პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, მისი პროგრამა კი ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.