თბილისი,3ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 14 სტრიქონით დაბლა დაეშვა და ახლა ახალ FIFA/Coca-cola რეიტინგში137-ე ადგილს იკავებს, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.
საქართველოს ეროვნული გუნდის აქტივში 260 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის ტანზანიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის აღმოჩნდა.
ყველაზე ქვემოთ FIFA-ს რეიტინგში საქართველო გასული წლის აგვისტოში იყო —154-ე ადგილი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 1998 წელს დაფიქსირდა. მაშინ გუნდი მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის 42-ე პოზიციას იკავებდა.
ნაკრების ასეთი რეგრესი პირველ რიგში 27 მაისს ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში სლოვაკეთთან 1:3 მარცხს უკავშირდება. ვლადიმერ ვაისისთვის როგორც ქართული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ეს თამაში რიგით მეორე გახდა. სლოვაკმა სპეციალისტმა კახი ცხადაძისგან მართვის სადავეები ამ წლის თებერვალში მიიღო. ვაისის აღსაზრდელებმა პირველი თამაში თბილისში ყაზახეთის წინააღმდეგ ფრედ ანგარიშით 1:1 დაასრულეს.
ამჟამად ქართველი ფეხბურთელები ავსტრიაში შეკრებებზე იმყოფებიან. და უკვე პარასკევს ბუქარესტში მათ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოუწევთ-რუმინეთის წინააღმდეგ. შეკრება 7 ივნისს მადრიდში ევროპის მოქმედი ჩემპიონების — ესპანელების წინააღმდეგ თამაშით დასრულდება.
რაც შეეხება FIFA-ს რეიტინგის ზედა ნაწილის, მის სათავეში ისევ არგენტინას ნაკრბია. მეორე ადგილზე ბელგიელები არიან, ლიდერთა სამეულის ბოლოში კი კოლუმბიაა.
FIFA/Coca-cola რეიტინგის პირველი ათეული:
1. არგენტინა
2. ბელგია
3. კოლუმბია
4. გერმანია
5. ჩილე
6. ესპანეთი
7. ბრაზილია
8. პორტუგალია
9. ურუგვაი
10. ავსტრია
FIFA-ს რეიტინგში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფის მიხედვით საქართველოს ნაკრების მეტოქეები:
10. ავსტრია
26. უელსი
33. ირლანდია
54. სერბეთი
159. მოლდოვა