საფეხბურთო უიკენდი — საქართველო–ყაზახეთის მატჩის გამოძახილი

© FB/ Vitessვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ ევროპის კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობებზე მოგითხრობთ.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო გუნდების ამხანაგური მატჩით გამოწვეული პაუზა აშკარად არ წაადგა ეროვნული გუნდის ძირითად მოთამაშეებს. გასულ ევროპულ საფეხბურთო უიკენდზე „მენაკრებეთა“ უმეტესობა ან სათადარიგოთა სკამებზე იჯდა, ან საერთოდ არ იყო შესული განაცხადში.

ასე დაემართა ჯანო ანანიძეს. მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი „როსტოვის“ წინააღმდეგ თამაშის განაცხადში არ მოხვდა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე ნიკა კაჭარავა, რომლის დებიუტიც სწორედ ყაზახეთთან თამაშში შედგა, ყურბან ბერდიევის თვალთახედვის არეში კი მოექცა, მაგრამ მოედანზე მაინც ვერ მოხვდა. შედეგად, „როსტოვმა“ ქართველი თავდამსხმელის გარეშეც დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა და რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კვლავ თავში მოექცა.

„რუბინის“ მცველმა საბა კვირკველიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ. თამაში ანგარიშით 1:0 დამთავრდა დედაქალაქის გუნდის სასარგებლოდ. გოლის გაშვებაში ნაწილობრივ კვირკველიას მიუძღვის ბრალი.

მატჩის ბოლოსკენ მირონჩუკმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტია. ვერც კვირკველიამ და ვერც „რუბინის“ სხვა „მომგერიებლებმა“ ვერ შეაჩერეს ეს გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ბურთმა ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა. ყველაზე მარჯვე ამ ვითარებაში პეტარ შკულეტიჩი აღმოჩნდა, რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა.

გამოცემა „სპორტ–ექსპრესმა“ კვირკველიას თამაში 5.5 ქულით შეაფასა.

საქართველოს ნაკრების ორი მეკარის დერბი სარანსკში უნდა გამართულიყო, მაგრამ ნუკრი რევიშვილის „მორდოვიასა“ და გიორგი ლორიას „კრილია სოვეტოვს“ შორის მატჩი ცუდი ამინდის გამო გადაიდო.

გერმანული „დუისბურგის“ ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო იყო ყაზახეთის წინააღმდეგ მატჩში, ვერაფრით დაეხმარა საკუთარ კლუბს „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში.

© FB/ MSV.Duisburgგერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია
გერმანული დუისბურგის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია - Sputnik საქართველო
გერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია

ჭანტურია მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იყო და შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ „ზებრებმა“ მაინც წააგეს ანგარიშით 0:2. ახლა „დუისბურგს“ ლიგიდან გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის. 28–ე ტურის შემდეგ გუნდმა სულ 19 ქულა მოაგროვა და 24–ე ადგილზეა.

არც თუ მთლად კარგად წარიმართა „ვიტესის“ დუეტის გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თამაში. ჰოლანდიის ჩემპიონატის 29–ე ტურში „ვიტესმა“ გასვლითი თამაში ჩაატარა „ნეკთან“ და დამარცხდა ანგარიშით 1:2.

კაშიამ მთელი მატჩი ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილი მინდორზე 73-ე წუთზე გამოვიდა, როცა ანგარიში 0:1 იყო მასპინძლების სასარგებლოდ. „ვიტესი“ კვლავინდებურად მეშვიდე ადგილზეა ეროვნულ ჩემპიონატში.

„ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩის შემდეგ კლუბის ქომაგებს ბოდიში მოუხადა გუნდის ესოდენ გაურკვეველი, გაუგებარი თამაშის გამო.

გიორგი აბურჯანიამ, რომლის დებიუტიც შედგა საქართველოს ნაკრებში, „ხიმნასტიკის“ შემადგენლობაში 65 წუთი ითამაშა „კორდობას“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში. შეხვედრა ანგარიშით 4:4 დამთავრდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი 37–ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, „რეიმსის“ ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ „რენის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში მთელი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1. ამან „რეიმსი“ კვლავ გასავარდნი ზონისკენ გადაისროლა.

© photo: courtesy of FC Vitesseგურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გურამ კაშია

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა „ემპოლის“ თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც. ფორვარდს მიკროტრავმა აქვს, რომლის გამოც მინდორზე ვერც ყაზახეთის წინააღმდეგ მატჩში ვერ გავიდა. „ემპოლიმ“ მატჩი ანგარიშით 0:1 წააგო და იტალიის სერია „ა“–ში მე–14 ადგილზე დაეშვა.

ყველა ახალი ამბავი
0