საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი სლოვაკ მწვრთნელზე შეაჩერა

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები თავის პირველ მატჩს უკვე მარტის ბოლოს სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გახდა, იუწყება ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

51 წლის სლოვაკი სპეციალისტის კანდიდატურას ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. უფრო მოგვიანებით ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვაისი ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა

მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი. აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თამაზ სულაქველიძის განცხადებით, ვაისის ხელფასი გუნდის ყოფილი მწვრთნელის კახა ცხადაძის ხელფასზე უფრო ნაკლები იქნება. ვაისი ასევე დათანხმდა ფედერაციის მიერ შეთავაზებულ ბონუსების სისტემას.

სლოვაკი სპეციალისტის ამოცანა-მინიმუმი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლაა.

„როდესაც უცხოელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდს იბარებს — ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ნაკრებთან მუშაობას კვლავ დავუბრუნდი“, — აღნიშნა ვაისმა პრესკონფერენციაზე.

პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 29 მარტს თბილისში ყაზახეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ამხანაგურია.

2008-2011 წლების პერიოდში ვაისი სლოვაკეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა და გუნდი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

ვლადიმირ ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი ყაზახური „კაირატი“ იყო, სადაც ორი სეზონი გაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0