საქართველოში დაიწყო უცხოეთში სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიღებს, პასუხისმგებლობას იღებს რომ დაბრუნდება საქართველოში და შესაბამის სფეროში საქმიანობით სამი წლის განმავლობაში დაკავდება. , გასულ წელს სახელმწიფო დაფინანსებa 115 ადამიანზე მეტმა მიიღო.

თბილისი, 3 ივნისი— Sputnik. საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთში  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ.

განცხადებების მიღება 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოხდება.  პროგრამა ხელოვნების, რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში მაგისტრანტთა და დოქტორანტტა დაფინანსებას ითვალისწინებს.
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინონ.

სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
პრემიერმა საქართველოს განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები დააანონსა

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შესაძლებლობას აძლევს კონკურსანტებს განაცხადი ეტაპობრივად შეავსონ.

პირი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიღებს, პასუხისმგებლობას იღებს რომ დაბრუნდება საქართველოში და შესაბამის სფეროში საქმიანობით სამი წლის განმავლობაში დაკავდება.

კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე დოკუმენტაციებისა და განცხადებების შემოწმება მოხდება, მეორე ეტაპზე —  სპეციალური კომისია ელექტრონულ განაცხადებს შეაფასებს და კონკურსანტებს შესაბამის ქულებს მიანიჭებს (მაქსიმუმი 60 ქულაა). იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტები სათანადო ქულებს დააგროვებენ, ისინი მესამე ეტაპზე გადავლენ და კომისიის წინაშე გასაუბრებაზე წარდგებიან.

გასაუბრებაზე ქულების მაქსიმალური რაოდენობა 40-ია.

არჩილ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო
რა სურს ქართველს, რომელიც ამერიკის პრესტიჟულ უმაღლესში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა?

უცხოეთში მყოფი აპლიკანტები გასაუბრებას Skype-ს საშუალებით გაივლიან.

განათლების საერთაშორისო ცენტრი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა.

კონკურსის შედეგებით, გასულ წელს სახელმწიფო დაფინანსება 115 ადამიანზე მეტმა მიიღო, რომლებმაც სწავლა ევროპის, აშშ-სა და აზიის უნივერსიტეტებში გააგრძელეს.


ყველა ახალი ამბავი
0