კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალი წარედგინათ

© public domainმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 22 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის გამო 6 პირს ბრალი წარუდგინა, აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, თენგიზ გუნავასა და სხვებს. ამ ფაქტზე 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: კორცხელის პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შსს-ში დაკითხეს

"ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით", — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0