ზაქარია ქუცნაშვილი: კანონშემოქმედება ჯიბრით არ ხდება!

© თ. ჩოჩუადეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, არქივის ფოტო
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იზიარებს თუ არა ყოფილი პრემიერის წერილში მოყვანილ ფაქტებს, რას ფიქრობს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ვეტოზე, რა მიაჩნია მერვე მოწვევის პარლამენტის უმთავრეს მიღწევებად - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გესაუბრებათ პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი.

-ბატონო ზაქარია, თქვენი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით?

— ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ წერილში წარმოჩენილიყო ამ ოთხწლეულის მთავარი მიღწევები, რომელთა შორის მე პირველ ადგილზე ვაყენებ- თავისუფლებას. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მონაპოვარი და სწორედ ამ მონაპოვარზე უნდა აღმოცენდეს ახალი  დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენი ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის აღორძინებისთვის აუცილებელია მკაცრი ხელის პოლიტიკა. სადამდე მიგვიყვანა ასეთმა პოლიტიკამ უკვე ვნახეთ. ზოგადად, ამ ჩინურმა და თუ გნებავთ საბჭოურმა მეთოდმა რომც გაამართლოს ეს იქნება დროებითი მოვლენა. სწორედ ამას უსვამს ხაზს ბატონი ბიძინა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და კეთილდღეობა თავისუფალმა ადამიანებმა უნდა ააშენონ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
რა მისცა გიორგი კვირიკაშვილს ივანიშვილის ღია წერილმა

-პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტმა ვეტო დაადო…

— ჩემთვის ცნობილია, რომ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამ საკითხზე კონსულტაციები გამართეს.  შენიშვნების ნაწილი, რომლებიც არსებითია და მისაღებია, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. საერთოდაც მინდა ვთქვა,რომ კანონშემოქმედება ჯინიანობით არ ხდება. ამ ორი ინსტიტუციის ურთიერთობაში აუცილებელია  კონსტრუქციულობა და კონსენსუსი.

-როგორ შეაფასებთ ახლანდელი პარლამენტის მოღვაწეობას?

— მერვე მოწვევის პარლამენტი, ჩემი აზრით, ცალსახად წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ. მე გამოვყოფდი სამ მომენტს, რომლებმაც ამ აზრამდე მიმიყვანა. პირველი გახლავთ ის, რომ სწორედ  ამ მოწვევის პარლამენტმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს რიგითი წევრიდან იქცა ასოცირებულ წევრად. მეორე მნიშვნელოვან მიღწევად დავასახელებდი კანონპროექტს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1995 წლიდან ელოდებოდა რატიფიცირებას. მესამე კანონი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია- სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთკანონში ჩაგვეწერა, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ ქართველები ცალსახად ვგმობთ ძალადობას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ექსპერტთა მოსაზრებები საარჩევნო უბანთან ჩხუბისთვის სასჯელის გამკაცრებაზე

-საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ცხარე კამათი მიდიოდა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. თქვენ რა პოზიციაზე დგეხართ?

— მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები საარჩევნო კანონში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რადგან მიმაჩნია, რომ  ამით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ვსპობთ იყაროს კენჭი პიროვნულად, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე. რაც შეეხება ოპოზიციის შემოთავაზებას,  წარმოუდგენლად მიმაჩნია არჩევნები ჩავატაროთ ორივე სისტემით და ხმები დავითვალოთ მხოლოდ პროპორციულით, ანუ პარტიულმა სისტემამ უნდა გადაყლაპოს მაჟორიტარული. ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან ჩემთვის უმთავრესი ფასეულობა პიროვნების თავისუფლებაა.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0