რა მისცა გიორგი კვირიკაშვილს ივანიშვილის ღია წერილმა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ღია წერილში ქვეყნის მიღწევები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა.

თბილისი, 1 ივნისი  — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა მოქმედ ხელისუფლებას იმპულსი მისცა, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ივანიშვილმა ღია წერილი, რომელშიც ქვეყნის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზეა საუბარი, 30 მაისს გამოაქვეყნა.

„ასეთი წერილები საჭიროა ყველასთვის. მან იმპულსი მომცა და ჩვენს გუნდს დროდადრო სჭირდება  ასეთი წახალისება, ამიტომ, ვთვლი, რომ  ეს ძალზე კარგი წერილი იყო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

აღნიშნულ წელრილში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ყველა თავის რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაშ არ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი ამასტან დაკავშირებით ოთხი წლის წინ უკვე გააკეთა. ვფიქრობ, არჩევნები იქნებაშეუქცევადი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მართვის სადავეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.



ყველა ახალი ამბავი
0