ივანიშვილი სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრემიერი საქართველოს მოსახლეობას აღუთქვამს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნება არ დაუშვას.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ქვეყნის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მთელ თავის რესურს გამოიყენებს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რათა მათ „დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ“.

ეს პირობა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ღია წერილით ამცნო საზოგადოებას, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი ანგარიშის ჩაბარებაა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს

„სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც  ნამდვილად არ ცდებიან.

აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“, — წერს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი ქვეყნის მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასა და იმ საფრთხეებს ახსენებს, რომელთაც ყოფილი მმართველი პარტია უქმნიდა საქართველოსა და ქართველებს.

„ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი  ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც „ახალი ადამიანის“ ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა“, — ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

ყოფილი პრემიერი იქვე განმარტავს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის მართვის სტილი ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ემყარებოდა და რეალურად ფსევდოევროპული და ფასადურად დემოკრატიული უყო, რამაც საზოგადოების ერთ ნაწილში  ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობა გააღვივა, „რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის“.

ყველა ახალი ამბავი
0