სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებს

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, რამდენადაც ის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ დატოვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.

„მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვაკეთებთ უკრაინაში და ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა… ვაპირებ ბრძოლას ჩვენთან საქართველოში და ჩემთან უკრაინაში“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიო იდეოლოგიას ეფუძნება — აღორძინებისა და განვითარების იდეოლოგიას.

სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" საარჩევნო სიის ფორმირებაში ეხმარება

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ეს დისკუსიები და კამათი ხედვის საკითხია. საუბარი არ არის იმაზე, ვინ რა ადგილზე იქნება, ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია, სად იქნება საქართველო, როგორი იქნება ახალი პროექტები, როგორი იქნება აღორძინება, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“, — განაცხადა  სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. თუმცა, სააკაშვილი დღემდე ამ პარტიის არაფორმალურ ლიდერად აღიქმება.

„ეს პარტია მე შევქმენი და ამაზე არავინ დავობს. და მეც მაქვს ხმის უფლება“, — აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

მაისის დასაწყისში დეპუტატმა ენმ-იდან გიორგი ბარამიძემ დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიების ჩამოყალიბების საკითხებზე ექს-პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ მაისის თვის დასაწყისში დაადასტურა, საპარლამენტო საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესში პარტია ექს-პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0