ნიკა გვარამიას სააპელაციო სასამართლო განცხადებით ეხმაურება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის მკვეთრი განცხადებებს თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. იმ მოსამართლეთა პროფესიული და პიროვნული შეურაცხყოფა, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავენ, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები, ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია არაერთხელ გამოვიდა მოსამართლეთა კოლეგიის კრიტიკით. გვარამია სასამართლოს  ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ისინი „რუსთავი 2“-ის დახურვას“ ცდილობენ.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
რაზე ენიძლავებოდა მოსამართლე გუჯაბიძე ნიკა გვარამიას

„განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები", — ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლე დამოუკიდებლად მოქმედებს და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა მოსამართლეთა კოლეგიის შეცვლის საკითხი. საქმე იმაშია, რომ ნიკა გვარამის განცხადებით, ხელისუფლებას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის მცდელობა ჰქონდა, რასაც ვერ გაუძლეს მოსამართლეებმა და მათ უარი თქვეს აღნიშნული საქმის განხილვაზე.

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ კონცერტზე - Sputnik საქართველო
ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მოქმედს „არარაობა“ უწოდა

სააპელაციო სასამართლოში აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა კოლეგია მხოლოდ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ, ტელეკომპანიის საქმე მოსამართლე ლილი ტყემალაძეს უნდა განეხილა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ის ნატა ნაზღაიძემ შეცვალა.

რუსთავი-2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან გრძელდება, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეკვეთა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა უწოდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში  „რუსთავი 2“-ის წილის 60%  ხალვაშს  გადასცა, ხოლო 40% — მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“. გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიის დროებითი მმართველებიც დანიშნა.

მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დროებითი მმართველების შესახებ გააუქმა და „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ფინანსური დირექტორის კახა დამენიას უფლებამოსილება აღადგინა.

ამჟამად, ტელეკომპანია  თბილისის სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0