ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მოქმედს „არარაობა“ უწოდა

© photo: Sputnikნიკა გვარამია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ კონცერტზე
ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ კონცერტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ყოფილი მეპატრონესათვის კომპანიის წილის გადაცემის თაობაზე სასამართლოში აპელაციის განხილვის მიმდინარეობით უკმაყოფილოა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ქართული ტელეკომპანია „რუსთავი-2“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  სააპელაციო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არარაობა უწოდა.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე გვარამიამ, რომელიც ადრე იუსტიციის სამინისტროს თავად ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ ერთ-ერთ მღვდელს მოუყვა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით „რუსთავი-2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია.

„შენ სად მიდიხარ, თეა წულუკიანო, ნამდვილად სამარცხვინო ადამიანო, არარაობავ, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე პირადი თვალსაზრისით. სად ემალები მართლმსაჯულებას? როგორ აპირებ პასუხი აგო მომავალი თაობებისა და იმ მართლმსაჯულების წინაშე, რომლის დასამარებასაც ცდილობ შენი გადაწყვეტილებებით“,– განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

მორიგი სასამართლო მოსმენა 31 მაისს თბილისის დროით 10:00 საათზე ჩატარდება. გვარამიას აზრით, სწორედ ამ სხდომაზე სააპელაციო სასამართლო „რუსთავი-2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

Amnesty International-ის ვებგვერდი - Sputnik საქართველო
საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ Amnesty International-ის მოხსენებაში მოხვდა

ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებს სასამართლოში მოსვლა და პროცესზე დასწრება სთხოვა. გარდა ამისა, „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელმა სასამართლო კოლეგიას „ზონდერები“ უწოდა.

„რუსთავი-2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვამ, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან გრძელდება, ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეარხის ხელმძღვანელობამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეკვეთა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა უწოდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის ნოემბერში  „რუსთავი 2“-ის წილის 60%  ხალვაშს  გადასცა, ხოლო 40% — მის კუთვნილ კომპანია შპს „პანორამას“. გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიის დროებითი მმართველებიც დანიშნა.

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დროებითი მმართველების შესახებ გააუქმა და „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას  და ფინანსური დირექტორის კახა დამენიას უფლებამოსილება აღადგინა.

ამჟამად თბილისის სასამართლო გადაწყვეტილებას „რუსთავი-2“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0