არ მახსენდება ისეთი ოპერა, სადაც პრემიერ-მინისტრის პარტიას ბანი ასრულებდეს...

© თ. ჩოჩუადეპუტატი თამაზ მეჭიაური
დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ აფასებს მეგობრისა და უკვე ყოფილი თანაგუნდელის ქართველი ხალხისადმი მიწერილ წერილს, რა გეგმები აქვს თავად და რა გზით აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. Sputniks-ესაუბრება პარლამენტარი თამაზ მეჭიაური.

- პირველი კითხვა ცხადია ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხება…

— რა თქმა უნდა ყურადღებით წავიკითხე, არის ბევრი სწორი და საჭირო გზავნილი. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა, მაგრამ ამომრჩევლამდე, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ მიდიოდა. ბატონმა ბიძინამ მთელი ეს ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა. ბევრ საკითხში ვეთანხმები, თუმცა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვის მისეულ ხედვას ვერ გავიზიარებ. ჩვენ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, ასოცირების ხელშეკრულებაც ნამვილად წინგადადგმული ნაბიჯია და ვიზალიბერალიზაციაც, მართალია რატომღაც ხან უკრაინას მიგვაბეს, ხან თურქეთს და ხან კოსოვოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღებთ. სამწუხაროდ, იგივე პათოსი არ მაქვს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან და მიმაჩნია, რომ ეს მცდელობა უბრალოდ დროის კარგვაა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარს არ ამბობს

- მომავალი თქვენი პოლიტიკური საქმიანობა როგორ გესახებათ, გაიჟღერა ახალი პარტიის შექმნის იდეამ, ისიც ითქვა მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს თბილისშიო.

— სავარაუდოდ ერთ კვირაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდები და ყველაფერს მოგახსენებთ. უფრო იქით ვიხრები, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტი დავაფუძნო.

- ახლანდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მოიაზრებიან ახალ პარტიაში?

— დიახ, მოიაზრებიან და მათთან ერთად კიდევ ბევრი სხვაც. იქნება ახალი სახეებიც. ზოგადად მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან თუ პოზიციების შეჯერება მოხერხდა. მაგალითად, მზად ვარ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდით დავუდგე თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე პარტიამ ლიდერად აირჩია

- პოლიტიკაში ახალი სახე გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის სახით, ამას წინათ ისიც განაცხადა არ გამოვრიცხავ პრემიერ მინისტრად მოგევლინოთო...

— რაღაც არ მახსენდება ისეთი ოპერა, სადაც პრემიერ მინისტრის პარტიას ბანი ასრულებდეს… ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ამ ახლადშექმნილ, გაურკვეველ პარტიას ვერ შევაფასებ.

- ახლახანს გამართულ შუალედურ არჩევნებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. კორცხელის ინციდენტს როგორ შეაფასებთ?

— ეს იყო დაახლოებით მესამეხარისხოვანი არჩევნები თავისი რანგით, ამდენად ამდენი ვნებათაღელვა არ მესმის რატომ მოყვა ერთი პატარა სოფლის კანდიდატის არჩევას. ეს მიუთითებს რომ „ქართული ოცნება“ ორგანიზაციულ საკითხებში მოიკოჭლებს, სხვა რა დავარქვა იმ ფაქტს, რომ ოცნების კანდიდატი  ყოფილი ნაციონალია. ეს ცემა-ტყეპაც ხელისუფლების მინუსია. აბა წარმოიდგინეთ, შემოდგომაზე, როცა მასშტაბები არნახულად გაიზრდება, მსგავსი ექსცესები აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. ამიტომაც საჭიროა ახალი ძალა, რომელიც სწორ და სამართლიან გეზს აირჩევს.

თენგიზ ჩოჩუა 


ყველა ახალი ამბავი
0