თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი დღეიდან მის მიერვე ჩამოქალიბები პოლიტიკური პარტიის, „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერია. ასეთი გადაწყვეტილება პარტიამ დამფუძნებელ ყრილობაზე მიიღო.
„ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები!“ — განაცხადა ბურჭულაძემ პარტიის ყრილობაზე, რომელიც სპორტის სასახლეში ჩატარდა.
მისი თქმით, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა უმუშევრობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ასევე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.
„დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მცირე ბიზნეს პროექტებზე. მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ქონდეს მეწარმეობას. გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ“, — აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.