პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო დაადო

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები იმთავითვე იწვევდა ქვეყნის პრეზიდენტისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებას კარგავენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

„პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს… ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ბატონ პრემიერ–მინისტრთან, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
დაადებს თუ არა მარგველაშვილი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს? — საკითხი ჯერ კიდევ ღიაა

შეგახსენებთ: ვენეციის კომისიამ, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის მიერ მაისის შუა რიცხვებში მიღებული ცვლილებები, კრიტიკული დასკვნა დადო, რომელიც 30 მაისს გადმოუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის დასკვნას მკვეთრად უარყოფითი უწოდეს და პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0