დაადებს თუ არა მარგველაშვილი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს? — საკითხი ჯერ კიდევ ღიაა

© FB/საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი
ირინე იმერლიშვილი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 მაისს მიიღო.

28 მაისი, თბილისი — Sputnik. კანონპროექტს პირველივე მოსმენიდან ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ, ამას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნაც დაემატა და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 მაისს მიიღო.

ოპოზიციურმა პარტიებმა დასკვნა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

„ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს პირველი მოსმენიდან მოყოლებული. ამას დაემატა ახლა კრიტიკული შენიშვნები მართლაც, წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისა. ეს არის სამართლებრივი მხარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ პრეზიდენტი“, — განუცხადა იმერლიშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს.

ყველა ახალი ამბავი
0