ოპოზიცია პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

© courtesy of United National Movement"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ეხება, არის მკვეთრად უარყოფითი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ვენეციის კომისიის დასკვნა არის მკვეთრად უარყოფითი, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყოფილ მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ელოდებოდნენ კიდეც მსგავს დასკვნას კომისიისგან.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო: ვინ ვის?!

„ვენეციის კომისიის დასკვნა არის მკვეთრად უარყოფითი და ის ეხება ყველა საკვანძო ასპექტს, რომელიც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სამიზნე“, — განაცხადა ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

ენმ–ს წევრის თქმით, კომისიამ უარყოფითად შეაფასა ცვლილება, რომ მოქმედ მოსამართლეებს, თავიანთი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არ შეეძლებათ საქმეების განხილვაში მონაწილეობა, რომ საქმეები განიხილება არა ერთი პალატის, არამედ მთლიანად სასამართლოს პლენუმის მიერ და ასევე სხვა ცვლილებებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებას ეთანხმებიან პოლიტიკურ მოძრაობაში „სახელმწიფო ხალხისათვის“. მისი ერთ–ერთი წევრის, დავით ჯანდიერის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა გახლავთ დასტური იმისა, რომ არსებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და გამომდინარე აქედან, ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე  ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

„ეს ყველაფერი ვნებს და ხელყოფს ქვეყნის რეპუტაციას. ამიტომ მივმართავ პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ცვლილებების წინააღმდეგ, ვეტო დაადოს კანონპროექტს, ან შემდგომ გაასაჩივროს იგი საკონსტიტუციო სასამართლოში“, — აღნიშნა ჯანდიერმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ამ სახის ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან „თავისუფალი დემოკრატებიც“ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი მისგან მართული მოსამართლეებით საკონსტიტუციო სამართალწარმოების პარალიზება გახლავთ. ამის შესახებ ჟურნალისტს პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 მაისს მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0