ავერინი გამოჩენილი ქართველი მსახიობების ხსოვნას პატივს მიაგებს

© FB/Максим Аверинმაქსიმ ავერინი
მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობი და ტელევიზიის წამყვანი მაქსიმ ავერინი მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება" წარდგება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობი და ტელევიზიის წამყვანი მაქსიმ ავერინი გამოჩენილი ქართველი მსახიობების ხსოვნას პატივს დიდუბის პანთეონში მიაგებს.

ავერინი სოფიკო ჭიაურელის, რამა ჩხიკვაძის, რეჟისორ რეზო ჩხეიძისა და სხვა ცნობილი სახეების საფლავებს მოინახულებს.

გარდა ამისა, მსახიობი ბათუმსა და მცხეთაში არსებულ ბავშვთა სახლებს ესტუმრება, იუწყება საქართველოს კულტურის პალატა.

მაქსიმ ავერინი რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე მონოსპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“  2-3 ივნისს, 20:00 საათზე  წარდგება.

მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე ზაფხულში წარდგება

რუსი მსახიობის კონცერტი საქართველოს კულტურის პალატისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა.

სპექტაკლი „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ — ეს სიყვარულზე გულახდილი საუბარი, მოგონებები და ემოციებია, რომლითაც ავერინმა მრავალი ქვეყანა მოიარა.

მაქსიმ ავერინი საქართველოში საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ — ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოვა. საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

მაქსიმ ავერინი 1975 წლის 26 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში შედგა მისი პირველი კინოდებიუტი ეპიზოდურ როლში. მამა კინოსტუდია „მოსფილმში“ მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა, რომელმაც შვილი მახაჭკალაში გადამღებ ექსპედიციაში წაიყვანა, სადაც ფილმ „გრაფ ნევროზოვის თავგადასავლებში“ გადაიღეს.

მგზავრები - Sputnik საქართველო
„მგზავრები“ ფესტივალ „დიკაია მიატაზე“ გამოვა

მაქსიმი ცხრა წლიდან მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. 1997 წელს ვახტანგოვის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული შუკინის სახელობის თეატრალური სასწვლებელი დაამთავრა.

1997-2015 წლებში კი თეატრ „სატირიკონის“ მსახიობი იყო.

მაქსიმ ავერინი — მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ის თეატრალური პრემიაზე  „ჩაიკა“ იყო ნიმინირებული. 2011 წელს კი "Taffy-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის  პრემია მიიღო. ის რუსეთის დამსახურებული არტისტია (2014წ.)

ყველა ახალი ამბავი
0