მაქსიმ ავერინი ქართველი მაყურებლის წინაშე ზაფხულში წარდგება

© photo: Sputnik / Evgenij Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიმაქსიმ ავერინი
მაქსიმ ავერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი საქართველოში საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ - ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოვა. საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. რუსეთის თეატრისა და კინოს მსახიობი და ტელევიზიის წამყვანი მაქსიმ ავერინი ქართულ სცენაზე მონოსპექტაკლით „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ წარდგება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.  

ავერინი 2 ივნისს, 20:00 საათზე რუსტაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გამოვა.

„გამარჯობა თბილისო, გამარჯობა საქართველო, მე მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა ისეთივე თბილი იქნება, როგორიც თქვენი ქვეყანაა. ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“, — განაცხადა მაქსიმ ავერინმა ქართველი მაყურებლისადმი ვიდეომიმართვაში

Maroon 5 - Sputnik საქართველო
საქართველოში Maroon 5, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ხოსე კარერასი იმღერებენ

რუსი მსახიობის კონცერტი საქართველოს კულტურის პალატისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა.

„სპექტაკლის სახელწოდება „ყველაფერი სიყვარულიდან იწყება“ ყველაფერს ამბობს. ეს სიყვარულზე გულახდილი საუბარი, მოგონებები და ემოციებია. მაქსიმმა ამ სპექტაკლით მსოფლიო მოიარა“, — განაცხადა Sputnik —თან საუბარში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.

მაქსიმ ავერინი საქართველოში საქველმოქმედო აქციის „შენ, მე, ჩვენ — ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გამოვა. საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

გარდა ამისა, მაქსიმ ავერინის პროგრამა თბილისის ღირსშესანიშაობებისა და ზღვისპირა ქალაქ ბათუმის დათვალიერებაა. 

არტ-სტუდია ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 8–10 აპრილი

მაქსიმ ავერინი 1975 წლის 26 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში შედგა მისი პირველი კინოდებიუტი ეპიზოდურ როლში. მამა კინოსტუდია „მოსფილმში“ მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა, რომელმაც შვილი მახაჭკალაში გადამღებ ექსპედიციაში წაიყვანა, სადაც ფილმ „გრაფ ნევროზოვის თავგადასავლებში“ გადაიღეს.

მაქსიმი ცხრა წლიდან მინიატურების თეატრის სცენაზე თამაშობდა. 1997 წელს ვახტანგოვის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული შუკინის სახელობის თეატრალური სასწვლებელი დაამთავრა. 1997-2015 წლებში კი თეატრ „სატირიკონის“ მსახიობი იყო.

მაქსიმ ავერინი — მრავალი პრემიისა და კინოფესტივალის ლაურეატია. 2006 წელს ის თეატრალური პრემიაზე  „ჩაიკა“ იყო ნიმინირებული. 2011 წელს კი "Taffy-ზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის  პრემია მიიღო. ის რუსეთის დამსახურებული არტისტია (2014წ.)


ყველა ახალი ამბავი
0