უილიამ შექსპირისა და ლეგენდარული გალინა ულანოვას გახსენება, სიმფონიური და ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტები, უგემრიელესი ქართული სამზარეულოს მასტერ–კლასები… საქართველოს დედაქალაქი ტრადიციულად გთავაზობთ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გასართობად.
პარასკევი, 8 აპრილი
ექსპერიმენტული თეატრი ტილდას გალერეაში ლეგენდარული რუსი ბალერინას, გალინა ულანოვას გაგახსენებთ. თეატრის პატარა, მაგრამ ატმოსფერულ სცენაზე მონოსპექტაკლ „თავისუფალი ცეკვა. მე — გალინას“ პრემიერა გელოდებათ. ეს გალინა ულანოვას აღსარება–მონოლოგია, რომელსაც მსახიობი იანინა ძენცეოლოვსკაია და ნორჩი ბალერინა რუფიდა ტარუშკინა წარმოადგენენ. პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნას ეძღვნება.
Magti Club–ში ლათინური ცეკვების საღამო გაიმართება. ბაჩატა, კიზომბა და მრავალი სხვა მხურვალე ცეკვა მხრებიდან მთელი კვირის ტვირთს ჩამოგხსნით. დასაწყისი 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
Salio — იგივე სალომე კორკოტაშვილი გიწვევთ პოპ–მუსიკის საღამოზე, რომელსაც თან ჯაზის ელემენტები ახლავს. შეხვედრის ადგილია კლუბი „ამქარი“, დასაწყისი 22:00 საათზე.
შაბათი, 9 აპრილი
მწერალთა სახლში ბავშვები უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის შემოქმედებასთან ზიარებას შეძლებენ. ღონისძიების წამყვანი საბავშვო მწერალი ვასო გულეური გახლავთ. დასწრება თავისუფალია.
ფსიქოლოგიის, სიეშმაკისა და ინტელექტის მორიგი შერკინების მოწმეები გახდებით შაბათს. თბილისის სპორტული მაფიის კლუბი Tbilissimo გიწვევთ თამაშზე „მაფია“ და ტრადიციულად გთავაზობთ მაფიისა და წითელი ქალაქის წინამძღოლების მომაჯადოებელ თავგადასავალს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ბერლინელი დიჯეის, როჯერ სემსროტის მუსიკაზე ცეკვა თბილისურ კლუბ Didi Gallery–ში შეგეძლებათ 23:00 საათიდან. გერმანელ მუსიკას სცენაზე კომპანიონობას გაუწევს ქართველი დისკ–ჟოკეი Kozmana.
კვირა, 10 აპრილი
გინდათ გააოცოთ მეგობრები უგემრიელესი ღომით? მაშინ სასწრაფოდ ჩაეწერეთ მეგრული სამზარეულოს უნიკალურ მასტერ–კლასზე. იქ თქვენ მხოლოდ სულგუნითა და შებოლილი ყველით შეკმაზული არაჩვეულებრივი ღომის დამზადებას კი არ შეგასწავლიან, არამედ ისეთი მეგრული კერძებისასაც, როგორიცაა ძირძი, ფუჩხოლია, წვანერი. მასტერ–კლასს ანგელინა ბიგვავა გაუძღვება. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია — მაქსიმუმ ათი ადამიანი. კლასი 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც მსმენელები კერძებსაც დააგემოვნებენ.
კარგი ფილმის უფასოდ ნახვა თბილისში ორ ადგილას იქნება შესაძლებელი. ტრაგიკომედია „დამტვრეულ ყვავილებს“, რომელშიც ბილი მიურეი ასრულებს მთავარ როლს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში აჩვენებენ, დასაწყისი 16:30 საათზე. ფილმი რუსულ ენაზე იქნება დუბლირებული და ინგლისური სუბტიტრები ეხლება.
პედრო ალმოდოვარის ქართულად გახმოვანებულ მელოდრამას „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ Generator 9.8–ში იხილავთ (ათონელის №29) 17:00 საათზე.
როგორც აღვნიშნეთ, ორივე ფილმზე დასწრება უფასოა.
სიმფონიური და ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში გაიმართება. ექსპერიმენტატორები არიან კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი და ბენდი TSUART. დასაწყისი 20:00 საათზე. დასასწრები მოსაწვევების მიღება შეგიძლიათ პროექტის გვერდზე ან ტელეფონებზე: 555 39 44 77, 598 988 120 და 555 54 77 23.
SPUTNIK–ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.