კინო თბილისში: რა ვნახოთ 7-10 აპრილს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliკინოაფიშა
კინოაფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარიზმატული ნიკიტა კოზლოვსკი, ავანტიურისტი მაუგლი, შეყვარებული კიბორგი და დიდი ადმიანების ნაღვლიანი ისტორიები. თუ დადებითი ენერგიის შთამბეჭდავი პორციით გინდათ დაიმუხტოთ, მაშინ კინოში, გაზაფხულში, სიყვარულში წასვლის დროა!

„Sputnik საქართველო“, ტრადიციისამებრ, ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებიც კინომანებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან.

7 აპრილიდან თბილისის კონოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

რეჟისორ ჯონ ფავროს „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book) Walt Disney Pictures-ის კიპლინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მეოთხე ეკრანიზაციაა. საშიშ და შიშის მომგვრელ ვეფხვ შერხანთან უკომპრომისო ბრძოლა მაუგლის მგლების ხროვის დატოვებასა და საინტერესო მოგზაურობაში გამგზავრებას აიძულებს. ფილმი IMAX-ის ფორმატში თბილისის კინოთეატრებში 7 აპრილიდან გამოდის. მასში მონაწილეობენ სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მიურეი და კრისტოფერ უოკენი.

„ჰარდკორი“ (Hardcore) ილია ნაიშულერის ფანტასტიკური ბოევიკია (რუსეთი). სურათის სიუჟეტით, მოსკოვზე საჰაერო ლაბორატორიაში ადამიანი-კიბორგების შექმნისთვის სამხედრო-სამეცნიერო ექსპერიმენტები ტარდება. სამეცნიერო თანამშრომელი ესტელი კიბორგ ჰენრის აწყობს, რომელიც თავის ახალ ფორმაში იღვიძებს და ერთადერთი, რაც წარსული ცხოვრებიდან ახსოვს, ეს ცოლის — ესტელის სიყვარულიუა. მაშინ ჰენრი მონსტრ აკანას ძებნას იწყებს, რომელმაც ესტელი მოიტაცა. ბოევიკში გადაღებული არიან დანილა კოზლოვსკი, შარლტო კოპლი და ჰეილი ბენეტი.

„არწივი ედი“ (Eddie the Eagle) — ესაა ფილმი ტრამპლინიდან მხტომელი ბრიტანელი ედი ედვარდსის, მეტსახელად „არწივის“ ცხოვრების შესახებ, რომელმაც, მიუხედავად ყველა წარმოსადგენი და წარმოუდგენელი ცხოვრებისეული წინააღმდეგობისა, თავის ოცნებას ხორცი შეასხა და ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახდა. ესაა ისტორია ადამიანისა, რომელსაც არასდროს დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა მაშინაც კი, როდესაც მისი მთელს ბრიტანეთს არ სჯეროდა. მთავარი როლები ფილმში შეასრულეს ტერომ ეჯერტონმა და ჰიუ ჯეკმანმა.

„ბომბზე უფრო ხმამაღლა“ (Louder Than Bombs) — იაკიამ ტრიერის დრამაა, სადაც მტავარ როლებს ასრულებენ იზაბელ იუპერი, გაბრიელა ბირნა და ჯესი აიზენბერგი. ფილმის მოქმედება ცნობილი სამხედრო ფოტოგრაფის იზაბელ რიდის ოჯახში ვითარდება. რიდი საკუთარ პროფესიაზე უზომოდ იყო შეყვარებული და ყოველდღიურად რისკავდა, მაგრამ დაღუპვა მას ჩვეულებრივ ავტოკატასტროფაში ეწერა. სამი წლის შემდეგ მისი მეუღლე და ვაჟები, რომლებიც მაინც ვერ შეეგუვნენ მის დაკარგვას, გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს იგებენ.

გასულ კვირაში ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა დრამატული თრილერი „დიგნიდადის კოლონია“ (Colonia), კომედია „მისია მაიამიში“ (Ride Along 2), ტრილერი  „კლოვერფილდი 10“ (10 Cloverfield Lane), ასევე ფანტასტიკის ჟანრის ფილმი სუპერგმირებზე „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟზე“ (Batman v Superman: Dawn of Justice), რომლის ნახვაც აიმაქსში შეგიძლიათ.

უკვე თბილისის კინოთეატრებშია დრამატული ტრილერი „უცხო ქვეყანა“ (Strangerland), რომელშიც ნიკოლ კიდმანი და ჯოზეფ ფაინსი მონაწილეობენ, ბოევიკი „ლონდონის დაცემა“ (London Has Fallen) ჟერარ ბატლერის მონაწილეობით და ამერიკული ვესტერნი „ჯეინი იარაღს იღებს“ (Jane Got a Gun) განუმეორებელი ნატალი პორტმანის მონაწილეობით.

გარდა ამისა, ამ უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ ფანტასტიკური ფრანშიზის „დივერგენტი, თავი3: კედელს მიღმა“ (The Divergent Series: Allegiant), პაროდიული ჯაშუშური ექშენი „ძმები გრიმსბები“ საშა ბარონ–კოენით მთავარ როლში, სათავგადასავლო–ფანტასტიკური ფილმი „ეგვიპტის ღმერთები“ (Gods of Egypt).

კინო ბავშვებისთვის: მულტფილმი „ნორმი და ურღვევები“ (Norm of the North) და „ზოოტოპია“ (Zootopia).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

ყველა ახალი ამბავი
0