„Sputnik საქართველომ“ პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაასრულა

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკში"Sputnik"
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დასრულდა, რომლის მიზანიც პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივება იყო, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ პოეტური პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაასრულა, რომელმაც პორტალზე სტარტი 2016 წლის აპრილში აიღო და ირგვლივ ხელოვნების ცნობილი სახეები გააერთიანა. პროექტის ფარგლებში ფინალური აკორდი „Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტის, მწერალ იგორ ობოლენსკის მიერ წაკითხული  ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ცისფერი ფერი“ აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე რუსმა პოეტმა ბორის პასტერნაკმა თარგმნა. 

„პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“  დასრულდა, რომლის მიზანიც პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივება იყო, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. აღნიშნული პროექტი ბევრ ქვეყანაში  ეროვნულ ენაზე გაჟღერდა და  სამყარო ეროვნული კულტურის მრავალფეროვნებით წარმოაჩინა“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.

„Sputnik. საქართველოს“ ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა, პოეტებმა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ირმა სოხაძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე, გრიბოედოვის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანი, ფოლკლორულ ჯგუფ „ბანის“ სოლისტი მათე ფირცხალავა და თამარ ბაბილუა (ბაბი), რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული რეკორდი დაამყარა.

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0