პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ესტაფეტა თამარ ბაბილუამ გააგრძელა

გამოწერა

მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილე თამარ ბაბილუა (ბაბი) გახდა, რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. ესტაფეტისთვის მან თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი ლობჟანიძის ლექსი „არაბულის მასწავლებელი“ შეარჩია.

„მივესალმები პროექტს „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“. დარწმუნებული ვარ, რომ პოეზია და მუსიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შემოქმედებისა და თვითგამოხატვის კუთხით აერთიანებს. მე თანამედროვე პოეტის გიორგი ლობჟანიძის ლექსის ფრაგმენტი შევარჩიე და პიანინოს თანხლებით წავიკითხე. მუსიკა და პოეზია მშვენიერებისადმი, ჰარმონიისა და სილამაზისადმი ქვეცნობიერ სწრაფვას ემყარება“, — ამბობს ბაბი. 

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0