ირმა სოხაძე პროექტ „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ მონაწილეა

გამოწერა

მულტინაციონალური პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ახალი მონაწილე საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი მომღერალი ირმა სოხაძეა, რომელმაც პროექტისთვის ХХ საუკუნის ქართველი პოეტის, გენიალური გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ქარი ქრის“ შეარჩია. 

„მივესალმები პროექტ „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ და მოხარული ვარ, რომ მასში ვმონაწილეობ. პოეზია რაღაც ლამაზს, მარადიულს გაგონებს, გვეხმარება ჩვენ დავტკბეთ მისი სილამაზით და მოვუსმინოთ ერთმანეთს. „ქარი ქრის“ — გალაკტიონის ნამდვილი შედევრი და ბავშვობის დროიდან მოყოლებული ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსია“, — განაცხადა ირმა სოხაძემ. 

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0