"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. ის ოქტომბრის თვეში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ მას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირადი ინტერესები არ გააჩნია, თუმცა  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. კოალიციამ მმართველობის ბერკეტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა, რომელიც ქვეყანას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ცხრა წლის განმავლობაში მართავდა.

„მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში  უყრიდნენ  და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება", — ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შედეგად, საქართველომ თავისუფლება მოიპოვა, აცხადებს ივანიშვილი.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება ჩართული

„წინასაარჩევნო პერიოდში ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ  კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის შესახებ… ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი.დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ", — აღნიშნულია წერილში.

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ირგვლივ, რომელიც ივანიშვილმა დააფუძნა, თავიდან 6 პარტია გაერთიანდა, თუმცა ორმა პარტიამ მისი რიგები უკვე დატოვა. დღევანდელი მდგომარეობით, პოლიტიკური გაერთიანება, ფაქტობრივად, დაშლილია — საპარლამენტო არჩევნებში თითოეული პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოში საპარლამეტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0