ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში არ იქნება ჩართული

გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატპბის კანდიდატთა სია პარტიის ყრილობისათვის 17 მაისს იქმება წარმოდგენილი.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. მმართველი კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების სიებში, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ფორმირებაში. კოალიციის ბირთვი  ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. იგი პირველად  მოსინჯავს ძალებს კოალიციის გარეშე. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის შანსები თანაბარია

„საწყის ეტაპზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რომელიც ეხებოდა კრიტერიუმებს რომელსაც დაეფუძნებოდა სიების ფორმირება. მაგრამ რაც შეეხება სიების ფორმირებას, ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული. ის დისტანცირებულია პოლიტიკისაგან და და ეს მისი სურვილი იყო… აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ მომავალშივ მას არ ექნება სურვილი „ქართული ოცნების“ სიაში შევიდეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ. 

„ქართული ოცნების“ საბოლოო სია პარტიის ყრილობაზე — 17 მაისს გახდება ცნობილი.  მოსალოდნელია, რომ სიის სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ პარტიის განახლება იგეგმება. ეს იქნებიან ახალგაზრდა პროფესიონალები და ახალი სახეები, ადამიანები საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით. 


ყველა ახალი ამბავი
0