პარლამენტმა ქორწინების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადადო

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, სულ ცოტა, 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. კანონპროექტი ქორწინების რაობის თაობაზე ოთხი საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა წარმოადგინეს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელა, რომელიც ქორწინების რაობას განსაზღვრავს, როგორც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქორწინო ბეჭდები და თაიგული - Sputnik საქართველო
ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმი საქართველოში არ ჩატარდება

„ცვლილებების მომზადების ერთადერთი მიზანი არის კონსტიტუციაში ქორწინების მკვეთრი განსაზღვრა. მათი მომზადება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, როდესაც სექსუალური უმცირესობის ნაწილი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს“, — განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის ინიციატივა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა წამოაყენა. მისი თქმით, ცვლილებების მისაღებად საჭირო 113 ხმის შეკრება შეუძლებელი იყო. 

”ამ საკითხის გადახედვის მოთხოვნა არ დგას საქართველოში… ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტურ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას და ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში“, — მიმართა ბერძენიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

ცვლილებების მიღების მოთხოვნით გამოვიდა „მრეწველი“ ზურაბ ტყემალაძე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ერთსქესიანთან ქორწინების საკითხის გარკვევის დრო ახლა არ არის

„აქ საუბარია პირველ ნაბიჯებზე, ხალხისთვის იმის დამტკიცების სურვილზე, რომ მათ პოზიციას ვუჭერთ მხარს. ეს ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნაა, ყველას მოთხოვნაა და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა“, — განაცხადა ტყემალაძემ.

რაც შეეხებათ „ნაციონალებს“ ისინი პარლამენტის სხდომების ბოიკოტს განაგრძობენ.

ვიცე–სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, თუ 113 დეპუტატის ხმა არ შეგროვდება, მაშინ შესაძლოა საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

კანონპროექტი ქორწინების რაობის თაობაზე ოთხი საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატებმა წარმოადგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0