თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობზა განაცხადის რეგისტრირებაზე იმ მიზეზით, რომ ეს ახალი საკონსტიტუციო კანონის შექმნას მოითხოვს, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
„რეფერენდუმის შესახებ კანონისა“ და ასევე საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება კანონის მიღების ან გაუქმების მოთხოვნით არ დაიშვება, ნათქვამია განმარტებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე.
საინიციატივო ჯგუფს სურდა რეფერენდუმზე საზოგადოებას პასუხი გაეცა შეკითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება იმის შესახებ, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით?“
ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება საკონსტიტუციო შესწორებები, რომლებიც აზუსტებს, რომ ქორწინება — ეს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია.