თბილისის მეტროპოლიტენის მატარებლებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

© FB/Мэрия Тбилисиთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლომდე თბილისში სამ მატარებელს გაარემონტებენ და მოდერნიზებულს გახდიან.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მატარებლების კაპიტალური რემონტის შემდეგ, ვაგონში შიდა დაკვირვების ვიდეოკამერები და პლატფორმის კონტროლის კამერები დამონტაჟდება, გარდა ამისა, ყველა ვაგონი მონიტორებითაა აღჭურვილი.

მოდერნიზებული ვაგონები მგზავრებს უკვე ივნისიდან მოემსახურება. 2016 წელს სამი მატარებლის რემონტია დაგეგმილი.

მეტროსადგური - Sputnik საქართველო
ახალი მეტროსადგურის მშენებლობა თბილისში სამშაბათს განახლდება

„მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც უფრო ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო, ამიტომ ეს განახლებული ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული იქნება“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს — მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს

წელს თბილისის მეტროპოლიტენს 50 წელი შეუსრულდა. წლის ბოლომდე ექვსი სადგურის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება. ეს სადგურებია: „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“ და „ავლაბარი“. ასევე კაპიტალურად შეკეთდება ხუთი ესკალატორი მეტროსადგურებში — „ავლაბარი“, „წერეთელი“ და „მარჯანიშვილი“.

დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. თბილისის მეტრო საბჭოთა კავშირში რიგით მეოთხე გახდა.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორეა — პირველია ბაქოს მეტრო და მესამე — ერევნის.

ყველა ახალი ამბავი
0