თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებულ ავტობუსებს მერია 27 მლნ ევროს კრედიტის წყალობით შეიძენს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ახალი, გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის მერიას 27 მლნ ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს, ნათქვამია დედაქალაქის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

მხარეებმა შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირებისთვის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ისინი ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს“, — განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს 7 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება „ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის აღმოსავლეთევროპული პარტნიორობის ფონდის“ (E5P) მიერ. E5P – მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.


ყველა ახალი ამბავი
0