თბილისური უქმეები: 27-29 მაისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიეთიმ გურჯი
იეთიმ გურჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რობი უილიამსის გრანდიოზული შოუ ქართველი მელომანებისთვის, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - წიგნის მოყვარულებისთვის, თანამედროვე ხელოვნება, საპნის ბუშტები და ტოკიოს ტექნო. ეს ყველაფერი - ერთ ფლაკონში და როგორც ყოველთვის, დედაქალაქის პიკანტური სოუსით!

პარასკევი, 27 მაისი

თანამდეროვე ხელობისა და დიზაინის ბაზრობა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. თანამედროვე ქართველი ოსტატები გამოფენა-გაყიდვაზე წარმოადგენენ ავეჯის, სათამაშოების, განათების ხელსაწყოების, სხვადასხვა აქსესუარისა და სხვა საინტერესო ნივთების საუკეთესო ნიმუშებს. თვითონ გადაწყვიტეთ, ეს თანამედროვე ხელოვნებაა თუ უბრალოდ, ლამაზი ნაკეთობები ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან! ბაზრობა ღიაა ყოველდღე 13:30-დან 20:00 საათამდე 29 მაისის ჩათვლით.

რობი უილიამსი - Sputnik საქართველო
რობი უილიამსი თბილისშია

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიამსი ქართველი მსმენელისთვის „დინამო არენაზე“ იმღერებს. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. მასთან ერთად გამოვა ინგლისური მუსიკალური ბენდი Groovesonix. რობი უილიამსის კონცერტი თბილისში სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს პოპულარიზახიასა და მსპფლიოში მისი იმიჯის ამაღლებას ემსახურება.

თბილისის საცეკვაო ფესტივალი (TDF) დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნის მოყვარულ და პროფესიონალ მოცეკვავეს მოუყრის თავს. ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს ელოდებათ სალსას, კიზომბასა და ბაჩატას სემინარები. გაკვეთილები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მოწიუნავე მოცეკვავეებისთვის საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და აშშ-იდან. მუსიკალურ ღონისძიებას გააფორმებენ უკრაინელი, თურქი და ჰოლანდიელი დიჯეები. გარდა ამისა, ფესტივალზე დაგეგმილია თემატური საღამოები, ასევე ტურები და ექსკურსიები საქართველოში.

შაბათი, 28 მაისი

„ქალების ტერიტორია“ — უკრაინულ-ქართული ქალთა ფესტივალი თბილისში პირველად ჩატარდება. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებს შესთავაზებენ უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მასტერ-კლასებს ფსიქოლოგიაში, სტილში, ხელსაქმესა და ჯანმრთელობის საკითხებში. ფესტივალის სამუშაო ენაა რუსული. მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. სემინარებს შორის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების ბაზრობას. დეტალები იხილეთ აქ!

ღია ცის ქვეშ ცეკვის მოყვარულებს მთაწმინდის პარკში მუსიკალური პროექტ „მზესუმზირის“ კონცერტს ვურჩევთ. პროგრამაშია თბილისელი, სტამბოლელი და ბერლინელი დიჯეები. საღამო 14:00 საათზე დაიწყება და ძალის ამოწურვამდე გაგრძელდება. ყურადღება! შესვლა 15 წლის ასაკიდან მხოლოდ მშობლების თანხლებით!

კინოაფიშა - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 26-29 მაისს

ტოკიოს ტექნოს საღამოზე თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების SOU ფესტივალი გიწვევთ (Stream of Unconsciousness – „არაცნობიერის ნაკადი“). გამოდიან იაპონელი დიჯეები Yuuki Sakai, Ryo Murakami და Hironori Takahashi. კონცერტი თბილისის არქეოლოგიურ საცავში (დიღომი) გაიმართება. დასაწყისი — 23:00 საათი. დეტალები ბილეთების შესახებ იხილეთ აქ.

კვირა, 29 მაისი

ტრადიციული საღამო „ვარდატონი“ თბილისელი სომეხი აშუღის საიათ-ნოვას ხსოვნის საპატივსაცემოდ ვახტანგ გორგასლის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე ღონისძიების მონაწილეები საიათ-ნოვას საფლავს ყვავილებით შეამკობენ.

საპნის ბუშტების აღლუმი თბილისის მზიურის პარკში გართობისა და მხიარულების პატარა და უფროს მოყვარულებს ეპატიჟება. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და მისი მიზანი მარტივია — იგრძნონ ადამიანებმა ბედნიერება და დადებითი გამოცდილება მიიღონ. უნდა აღინიშნოს, რომ საპნის ბუშტების ასეთი აღლუმი ოთხი კონტინენტის 60 ქალაქში ჩატარდება. შეუერთდით!

ფილმი ძმა - Sputnik საქართველო
თბილისში ფილმის „ძმა“ პრემიერა გაიმართება

Just Because Tbilisi — ამ საღამოზე გარანტირებული გაქვთ კარგი მუსიკა და სასიამოვნო ატმოსფერო. კუს ტბაზე, Kimonoa Village-ს სცენაზე 15:00 საათიდან დაუკრავენ: ლონდონელი მუსიკოსი Lamine, ასევე Malania და პროექტი Mushroom Cloude (Cant Sleep). მოქმედებს Face/Age control.

თბილისის წიგნის ფესტივალის სამი დღე

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს მსოფლიო ბესტსელერების ქართული თარგმანები, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და უახლოესი გამოცემები ელოდებათ.

ფესტივალი 26-29 მაისს, საგამოფენო დარბაზ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. წიგნის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი გამოცემების პრეზენტაციები, ავტორებთან შეხვედრები, დისკუსიები, სახალხო კითხვა, სემინარები და სხვა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თარგმანები ისეთი წიგნებისა, როგორებიცაა ჰელენ ფილდინგის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, გაეტანა სუსის „გოგონა, რომელსაც ასანთთან თამაში უყვარდა“, რიუ მურაკამის „პირსინგი“, სერგეი ლოიკოს „აეროპორტი“, „ჩარლს ბუკოვსკის „ქალები“, ფრენკ ჰერბერტის „დიუნა“, რეი ბრედბერის „მარსიანული ქრონიკმები“ და სხვა.

ლიტერატურის ნორჩი მოყვარულებისთვის ფესტივალზე, ტრადიციულად, სპეციალური საბავშვო კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო-გასართობი ღონისძიება ჩატარდება.

ფესტივალის საპატიო სტუმარია პოპულარული რუსი მწერალი, ფანტასტიკური რომან-ანტიუტოპიის „მეტრო 2033“ ავტორი დმიტრი გლუხოვსკი. მისი შეხვედრა თაყვანისმცემლებთან 28 მაისს გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ. არ გამოტოვოთ!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0